Apple-ს ადანაშაულებენ iPod-ის მეხსიერების მოცულობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში

Apple-ი შეიძლება გახდეს მოპასუხე კიდევ ერთ სასამართლო სხდომაზე – ამჯერად კანადის პროვინცია კვებეკის უმაღლეს სასამართლოში.

სასამართლოში შეტანილი კოლექტიური სარჩელში, რომლიც ძირითადი მოსარჩლე არის სტუდენტი დევიდ ბიტონი (David Bitton), Apple-ს ბრალად ედება iPod-ის მეხსიერების მოცულობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, ნაცვლად 8 გბაიტისა, რეალურად არის 7,45 გბაიტი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ Apple-ი თავის ვებ-გვერდზე დამკვრელის აღწერაში მიუთითებს: „1GB = 1 billion bytes; actual formatted capacity less» (1 გბაიტი = 1 მილიარდ ბაიტს; ფორმატირების შემდეგ მოცულობა შემცირდება).

მოსარჩლეები ამტკიცებენ, რომ Apple-ის ყველა პროდუქტში არის საშუალოდ 7,5%-ით ნაკლები მოცულობა, ვიდრე მიუთითებს კომპანია და მოითხოვენ შეძენილი დამკვრელების საფასურის კომპენსაციას, უკიდურეს შემთხვევაში, ღირებულების ეს საწყალი 7,5%.

წყარო: MacNN