iToner 1.0.3 მუშაობს iPhone Software 1.1.1-თან

კომპანია Ambrosia Software-მა გამოუშვა ახალი უტილიტა iToner-ი, რომელსაც შუძლია მუშაობა iPhone-თან, რომელშიც დაყენებულია განახლება 1.1.1.

iToner-ი წარმოადგენს Universal Binary ტიპის პროგრამულ უზურნვლეყოფას და შესაძლებლობას იძლევა ჩავწეროთ iPhone-ში აუდიოფაილები MP3 და AAC ფორმატებში რინგტონად გამოყენების მიზნით. ამისათვის საჭიროა ხმოვანი ფაილის გადათრევა პროგრამის ფანჯარაში და სინქრონიზაციის ღილაკის დაჭერა, ამასთან ტელეფონის ხელახალი ჩატვირთვა საჭირო არაა. ამის შემდეგ ახალი რინგტონი ხელმისაწვდომი გახდება მენიუში „კონტაქტები“.

iToner-ის წინა ვერსია თავსებადი არაა iPhone-ის ამასწინათ გამოშვებულ განახლებასთან, ამიტომ კომპანიამ გამოუშვა ახალი ვერსია – iToner 1.0.3.

კომპანია ამტკიცებს, რომ iToner-ის გამოყენება არ ეწინააღმდეგება აშშ-ს კანონმდებლობას.

სრული ვერსიის ღირებულება – $15. Ambrosia Software-ის ვებ-გვერდიდან შესაძლებლია საცდელი ვერსიის გადამოწერა.

წყარო: Ambrosia Software