Skip to content

iPhone-ის მფლობელი ადანაშაულებს Apple-ს მონოპოლიაში

ამერიკელმა ტიმოტი სმიტმა შეიტანა კლექტიური სარჩელი კორპორაცია Apple-ის წინააღმდეგ, რომელშიც იგი ადანაშაულებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში. სმიტის და მისი ადვოკატების აზრით, კომპანია არღვევს ტელეფონის მფლობელების უფლებებს, რომლებიც იძულებულები არიან ისარგებლონ AT&T-ის მომსახურებით. ამის გარდა, სმიტი თვლის, რომ Apple-მა პასუხი უნდა აგოს 1.1.1-ი განახლების მიერ დაზიანებულ ტელეფონებზე.

საგულისხმოა, რომ მართალია სმიტის სარჩელი კოლექტიურის სახელს ატარებს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოაწერა ხელი — თვითონ სმიტმა.

ტექსტში აგრეთვე აღინიშნება, რომ iPhone-ის მფლობელებისათვის შიდა პროგრამული უზურნველყოფის მოდიფიკაციის აკრძალვით, Apple-მა დაარღვია საავტორო უფლებების ციფრულ ეპოქაში დაცვის კანონის ნორმები (Digital Millenium Copyright Act), რომელიც შესაძლებლობას აძლევს აბონენტს დამოუკიდებლად აირჩიოს ოპერატორი.