„Greenpeace“-ი iPhone-ს ჯანმრთელობისათვის საშიშად მიიჩნევს

„BrandNews“-ი იტყობინება „Greenpeace“-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შესახებ. გამოკვლევა შეეხო ტელეფონის 18 შიდა და გარე კომპონენტის შემოწმებას.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ტელეფონის წარმოებისას გამოყენებული მასალებიდან ორი ტოქსინს წარმოადგენს.

მათი გამოყენება აკრძალული არაა მობილური ტელეფონების წარმოებაში, მაგრამ საბავშო საქონლის წარმოებისას აკრძალულია, შესაბამისად, iPhone-ი არ უნდა მივცეთ ბავშვებს. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ერთერთი არგუმენტია, რომელიც ყველასათვის გასაგებია ქიმური ფორმულების ჩამოთვლის გარეშე.