1.1.1-ის გატეხვის ქრონოლოგია

მოდით გადავხედოთ ამ დღეებში მიმდინარე მოვლენებს აღნიშნული ვერსიის გატეხვასთან დაკავშირებით.

ყველაფერი დაიწყო 5 ოქტომბერს, როდესაც საიტზე hackint0sh.org გამოჩნდა ინფორმაცია 1.1.1-ის განახლების გატეხვის შესახებ. ამ მომენტისატვის შესაძლებელი იყო ტელეფონის განბლოკვა მულტიSim-ის (TurboSim) საშუალებით.

უკვე 8 ოქტომბერს გამოდის ახალი ინფოტრმაცია. 1.1.1-ი განბლოკილია! საჯაროდ მოსახმარი ვერსია ჯერ არ იყო გამოშვებული, მაგრამ ტესტირება და შემოწმება მიმდინარეობდა მთელი ძალებით! ამის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა Apple საზოგადოების არაოფიციალურ ბლოგზე tuaw.com. Jailbreak 1.1.1-ის აღწერა:

  • უცხო პროგრამების გაშვების საშულება (თუმცა ალბათ საჭირო იქნება მათი ხელახალი კომპილაცია) – Springboard-ი მეტი აღარ აღიქვამს DisplayOrder.plist-ს. და პროგრამების “whitelisted”-სია (ანუ, ოფიციალური პროგრამები, Safari-ის, Photos-ს, Calendar-ის, და ა.შ.), როგორც ჩანს, რთულადაა რეალიზებული Springboard.app-ში – iPhone-ი შეძლებს სხვა ოპერატორების ქსელებში მუშაობას – Mobile Terminal App-ი მუშაობს 1.1.1-ზე – ტელი bsd ნაკრები ჯერ კიდევ მუშაობს – ისევე როგორც ARM-ის კონსოლის უტილიტები.

12 ოქტობმბერს ჰაკერებმა Springboard-ში აღმოაჩნიეს ფარული ფუნქციები. როგორც გაირკვა, Apple-ის პროგრამისტებმა ტელეფონში ჩადეს უცხო კომპანიების მიერ გამოშვებული პროგრამული უზურნველყოფის გაშვების შესაძლებლობა. ამაზე მიუთითებს ძირითად ეკრანზე აღმოჩნელი გადაფურცვლის მექანიზმი, ვინაიდან იქ მარტო 16 ხატულა ეტევა და თავისუფალია დგილი უბრალოდ აღარაა.

და აი გუშინ, 16 ოქოტომბერს, გამოვიდა AnySIM 1.1, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია 1.1.1 განახლების განბლოკვა. მაგრამ სავალდებულუ მოთხოვნაა, რომ ტელეფონი მანამდე სუფთა უნდა იყოს, ანუ გატეხვის მცდელობის გარეშე. თუ თქვენ ადრე გქონდათ გატეხილი 1.0.2., მერე დააყენეთ განახლება 1.1.1 და გსურთ მისი განბლოკვა, არაფერი გამოგივათ. განბლოკვის ოპერაციის ცასატარებლად უნდა გააკეთოთ შემდეგი:

  • გადმოტვირთეთ anySIM 1.1-ი;
  • მოათავსეთ anySIM.app საქაღალდეში /Applications Folder;
  • ტერმინალში (/Applications/Utilities) შეიყვანეთ შემდეგი: scp -r /Applications/anySIM.app root@IPADDRESS:/Applications/, სადაც IPADDRESS — IP-адрес iPhone (მოიძიეთ Settings >> Wi-Fi-ში); 4. შემდეგ გადატვირთეთ iPhone-ი;
  • გაუშვით anySIM.app

პარარელურად გამოვიდა iNdependence-ი Mac OS X-ისათვის. მთავარი სიახლე ამ ვერსიაში არის 1.1.1-ი ვერსიის აქტივაცია. აგრეთვე iNdependence-ის საშუალებით შესაძლებელია რინგტონების, სურათების ჩატვირთვა ტელეფონში და აგრეთვე iPhone-ზე პროგრამების დაყენება. გადმოტვირთეთ iNdependence 1.2.2 აქედან.

კიდევ ერთი პროგრამა – iPhoneSIMFree v1.6 iPhoneSIMFree-ის ახალი ვერსია შესაძლებლობას ძლევა გავაცოცხლოთ მოკლული ტელეფონი. გადმოტვირთეთ iPhoneSIMFree v1.6 | სახელმძღვანელო