„მაკინტოში“ Half-Life-ის გარეშე

ორშაბათს თამაშების საიტზე Kikizo.com გამოჩნდა ინტერვიუ Valve Software-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან გეიბლ ნიუელთან (Gabe Newell), რომელშიც თამაშების მამა პრესას უზიარებს დეტალებს Orange Box-ის შესახებ, რომელშიც შესულია Valve-ს ბოლო ჰიტები: Half-Life 2, Half-Life 2: Episode One, Half-Life 2: Episode Two, Portal და Team Fortress 2. მთელი ეს მშვენიერება გამოვა შემდეგი პლათფორმებისათვის: Windows, XBox 360 და PlayStation 3. Apple Macintosh-ი ამ სიაში არ არის, რამაც გააკვირვა ჟურნალისტები. ისმის სრულიად ბუნებრივი კითხვა – რატომ?

„…როგორც წესი Apple-თან ჩვენი ურთიერთობა შემდეგნაირად დგება: ჩვენ მათ ვუკავშირდებით, ისინი იძახიან, „WOW!, თამაშები – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამე უნდა ვიღონოთ“, ჩვენ ვპასუხობთ „კი ბატონო, გააკეთეთ ეს, ეს და ეს და გექნებათ სრული ბედნიერება“. ამის შემდეგ ისინი ამბობენ „ОК“ და მეტი მათ ჩვენ ვეღარ ვხედავთ. ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩვენთან მოდიან Apple-ის სხვა წარმომადგენლები და ყველაფერი თავიდან იწყება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ფიქრობენ, რომ მათ აინტერესებთ თამაშები, მაგრამ ამისათვის თითსაც არ ანძრევენ იმისათვის, რომ დაპირებულიდან რაიმე მაინც შეასრულონ. და ეს გრძელდება უკვე მრავალი წელია“.

ჩემი მხრიდან დავამატებდი ერთს. Valve-ს თამაშებს უხსოვარი დროიდან ვთამაშობ და მათი ფანატი ვარ. უკვე მთელი წელია ველოიდები „ნახევარ-დაშლის“ მეორე ეპიზოდს და ფრიად სამწუხაროა, რომ ისევ ფისი კომპიუტერზე მომიწევს ამ შესანიშნავი თამაშის გაშვება!