ფეხსაცმლის მწარმოებელმა ფირმამ Nike-ს და Apple-ს სასამართლოში უჩივლა

ამერიკულმა კომპანიამ Leaper Footwear-მა სარჩელი შეიტანა Apple-ის და Nike-ის წინააღმდეგიუტას შტატის საოლქო სასამართლოში, საავტორო უფლებების დარღვევის გამო ამ უკანასკნელების მიერ Nike+iPod-იუს გამოშვებისას.

Leaper Footwear-ის დამფუძნებლებმა გრეგ და კენი ანდერსონებმა (Greg and Kenny Anderson) განაცხადეს, რომ Apple-მა და Nike-მა დაარღვიეს პატენტი, რომელიც გაიცა 1998 წელს და რომელშიც აღწერილია ფეხსაცმლის განსაკუთრებული მოდელების საშუალებით სპორტსმენის ვარჯიშის მონაცემების თვალყურის დევნება – სიჩქარე, გარბენის სიგრძე და ა.შ. კომპანიის იურისტემბა დაამყარეს კონტაქტები Nike-თან 2000 წელს და შესთავაზეს ლიცენზიის შეძენა, თუმცა Nike-მა და Apple-მა პროდუქცია გამოუშვეს Leaper Footwear-თან შეთანხმების გარეშე.

თუ Leaper Footwear-ი შეძლებს სასამართლოში საქმის მოგებას, მაშინ Nike+iPod პროდუქციის რეალიზაცია აიკრძალება, ხოლო მწარმოებლებს მოუწევთ პატენტის მფლობელთათვის კომპენსაციის გადახდა. სავარაუდოდ საქმე სასამართლო დარბაზის გარეთ გადაწყდება – მხარეები მორიგდებიან, როგორც ეს უკვე მოხდა Creative-თან ან Apple Corps-თან.

წყარო: AppleInsider