Apple-ის ბრენდები ყველაზე პოპულარულია ბრიტანელ მოზარდებს შორის

სავაჭრო ნიშნების ბრიტანელ მოზარდთა შორის პოპულარიზაცია სულ უფრო რთული ხდება, თუმცაღა ისეთი ბრენდების პოპულარობა, როგორიცაა iPod-ი, MacBook-ი და iPhone-ი დღითიდღე მატულობს.

ინტერნეტ-გამოცემა Telegraph.co.uk გვატყობინებს, რომ გამოკითხვის შედეგად გამოირკვა Apple-ის პროდუქტების სასურველობა მოზარდთა შორის.

„ეხლა ყველაფერი iPod-ის გარშემო ბრუნავს“, — განაცხადა ერთერთმა რესპოდენტმა.

ბრენდის მიმართ მტკიცე ლოიალობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბევრი მოზარდი, რომლის iPod-იც გამოვიდა მწყობრიდან, არ აპირებს Apple-ის მთავრი კონკურენტის, Sony-ს პროდუქციის შეძენას.

წყარო: Telegraph.co.uk

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , , . Bookmark the permalink.