Apple-ი გამოიყენებს Moorestown-ს iPhone-ში?

ტაივანური გამოცემა DigiTimes-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი განიხილავს iPhone-ის შემდეგ მოდელებში მობილური ინტერნეტ-მოწყობილობის ახალი პლათფორმის გამოყენებაზე (mobile Internet device, MID), სახელად Intel Moorestown-ი.

Intel-მა პირველი პროტოტიპი წარმოადგინა Intel Developer Forum-ის (IDF) ბოლო კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში.

პლათფორმა, რომელიც 2009 წელს გამოვა, წარმოადგენს ერთჩიპიან მოწყობილობას და შეიცავს ცენტრალურ პროცესორს, გრაფიკულ ადაპტერს, ვიდეოს და მეხსიერების კონტროლერს. Intel Moorestown-პლათფორმაში მხარდაჭერილი იქნება მაღალგამტარიანი უსადენო კავშირების რამოდენიმე სტანდარტი, მათ შორის Wi-Fi, 3G და WiMAX.

მდა, როგორც ვატყობ, iPhone-ის მე-2 ვერსიას ამ დრომდე ვერ ვეღირსებით.

წყარო: DigiTimes