Firmware 1.1.1 განახლების პატარა სურპრიზი

Apple iPhone-ის 1.1.1 განახლების გამოჩენამ მოიტანა არა მარტო iTunes Wi-Fi Music Store მხარდაჭერა და განბლოკილი მოწყობილობების დაზიანება – როგორც ირკვევა, განახლების ახალი ვერსია შეიცავს ზოგიერთ არადოკუმენტირებულ ფუნქციებსაც, რომლებიც პროგრამისტთა ბანალური შეცდომის ზღვარზე იმყოფებიან. მაგალითად, ესაა ნებისმიერი აუდიონაკადის ტრანსლაცია, iPhone-ის მეხსიერებაში ჩაწერილი მუსიკის ჩათვლით, Bluetooth-გარნიტურებზე.

ამ შეცდომის ფესვები უნდა ვეძიოთ „Visual Voicemail“-ის ფუნქციაში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გადავამისამართოთ შემოსული ხმოვანი შეტყობინებები ჩაშენებულ ხმამაღლამოლაპარაკზე, ყურსაცვამებზე ან საფირმო Bluetooth-გარნიტურაზე. პრობლემა იმაშია, რომ 1.1.1-ვერსიაში მოწყობილობა არ თიშავს აუდიონაკადის ტრანსლაციას მას შემდეგ, რაც iPhone-ის მომხმარებელი გამოვა „Visual Voicemail“-ის მენიუდან. შედეგად აბსოლუტურად ყველა ხმა, რომელიც ტელეფონში გენერირდება – ვირტუალური კლავიატურის დაწკაპუნებიდან iPhone-ის მედიადამკვრელის მუსიკის ჩათვლით – განაგრძობს ტრანლაციას უსადენო გარნიტურაზე.

ეხლა კიდევ სლაიდები: იმისათვის, რომ აღნიშნული მოხდეს, მიუერთეთ Bluetooth-გარნიტურა iPhone-ს, დააჭირეთ ღილაკზე „Audio“ „Visual Voicemail“ მენიუს ზედა მარცხენა კუთხეში (პროგრამა „Phone“ სტარტ-მენიუში).

ამის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ სამიდან ერთერთი პარამეტრი „Change audio source“-დან – „iPhone“, „Speaker Phone“ ან „iPhone Bluetooth Headset“. სულ ესაა – დახურეთ მიმდინარე მენიუ, გამოიძახეთ მედიადამკვრელი და ჩართეთ მუსკია. სხვათაშორის, თუკი ამის შემდეგ გადაწყვეტთ ტექსტის აკრეფვას ან გაუშვებთ Safari-ს, მუსიკის ხმებს დაემატება ეკრანული კლავიატურის წკაპა-წკუპი.

და ბოლოს – სულ ცოტა „ქაქიც“: აუდიოს ტრანსლაცია iPhone-ის უსადენო გარნიტურაზე გადაცემის გარდა ხდება აგრეთვე ტელეფონის ხმამაღლამოლაპარაკზე, თანაც მისი გაჩუმების შანსიც კი არაა.