და კვლავ სტატისტიკა

პირველი ოქტომბრისათვის კომპანია Net Applications-ის ექსპერტებმა გამოიყვანეს კვარტალური სტატისტიკა Apple-ის პროდუქციასთან მიმართებაში. მათი არითმეთიკა 2007 წლის სექტემბრისათვის შემდეგნაირია: PPC-სისტემების წილი შეადგენს მსოფლიო ბაზრის 3,38%-ს, სულ ცოტათი ჩამორჩება ინტე-ვერსია – 3,23%, რაც ჯამში გვაძლევს 6,61%-ს მსოფლიო ბაზრისა. ეხლა შევადაროთ ეს სამი ციფრი ამ წლის ივნისის თვის მონაცემებს – მაშინ მაკინტოშების წილი შეადგენდა 6,46%-ს. ხოლო ოთხი წლის წინანდელი შედეგების გათვალიწინებით გამოვა, რომ ამ პერიოდში Apple-ის პროდუქციის წილი დაახლოებით ორი პროცენტით გაიზარდა.

გრაფიკზე გამოსახულია Microsoft Windows-ის და Mac OS X-ის წილის ზრდის დინამიკა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. უკომენტაროდ.

რათქმაუნდა Net Applications-ის ახალი გამოკვლევა სრული არ იქნებოდა Web-ბრაუზერების პოპულარობის გამოკვლევის გარეშე: ამ ეტაპზე Apple Safari-თ სარგებლობს 5,07% ინტერნეტ-მომხმარებელი. საერთო სურათი კი ასეთია: MS Internet Explorer – 77,86%, Mozilla Firefox – 14,88%, Apple Safari – 5,07%, Opera – 0,87% и Netscape – 0,72%. გრაფიკულად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.