ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple-ს არ უნდა დაებლოკა iPhone-ი

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, Apple-ს არ უნდა შეეთავსებინა iPhone-ის განახლებაში ადრე გამოვლენილი უწესრიგობების გასწორებები და ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობები.

iPhone-ის ჩადგმული პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია წინა კვირას გამოვიდა. განახლება უზურნველყოფს უსაფრთხოების გასწორებას, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს იმუშაონ iTunes Wi-Fi Music Store-თან და აგრეთვე ბლოკავს განბლოკილ iPhone-ებს.

Apple-მა წინასწარ გააფრთხილა მომხმარებლები იმის თაობაზე, რომ განახლება განბლოკილ ტელეფონებზე გამოიწვევდა ფუნქციონალობის სრულ დაკარგვას. თუმცა, როგორც ეხლა აღნიშნავს PC World-ი, ზოგიერთი მიმომხილველი Apple-ის მიერ გამოყენებულ სქემას მიუღებლად აფასებს. ენდრიუ სტორმსი, nCircle Network Security-ის ერთერთი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შედეგად მომხმარებელები უბრალოდ უარს იტყვიან iPhone-ის განახლებების დაყენებაზე ტელეფონის ფუნქციონალურობის დაკარგვის შიშით. შედეგად, მობილური ტელეფონები შესაძლოა გახდნენ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლნი.

ამ მოსაზრებას ეთანხმებიან Garter-ის ანალიტიკოსები. საქმე იმაშია, რომ კომბინირებული განახლებების გამოშვება ხშირად აიძულებს კორპორატიულ მომხმარებლებს უარი თქვან უსაფრთხოებაზე იმის გამო, რომ საჭირო ხდება ახალი ფუნქციების ტესტირება არსებულ პროგრამულ-აპარატურულ ინფრასტრუქტურასთან თავსებადობაზე.

ამასობაში InfoWorld-ი აღნიშნავს, რომ ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ინსტრუქციები განახლების მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმებისათვის. ენთუზიასტებმა უკვე შეძლეს ტელეფონის ნაწილობრივი რეანიმაცია.