„Sharing music“ ფუნქცია და Mac OS 9

Apple-ის კლასიკური ოპერაციული სისტემა, რომელიც Mac-მომხმარებელთა უმეტესი ნაწილისათვის დაკავშირებულია „ცხრიანთან“ – Mac OS 9 – კომპანიის დაფუძნების ოცდამეთერთმეტე წლისათვის უკვე იშვიათ სანახაობას წარმოადგენს: ცოცხალი „მაკინტოშის“ ნახვა კლასიკური ოპერაციული სისტემით ჯერ კიდევ რეალურია, მაგრამ ამისათვის მონდომებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ასეთ სისტემასთან მუშაობის ალბათობა დაბალია. მაგრამ თუ მაინც მოგიწიათ ამ სისტემასთან დაჯდომა, მოემზადეთ იმ შეზღუდვებისათვის, რომელბიც ორმაგად მტკივნეული იქნება მათ. ნაწილის ცუდი ცოდნის გამო. მაგალითად, მოინდომეთ მუშაობისას მუსიკის მოსმენა გვერდით მდგომი „ვეფხვიან“ მაკზე გაზიარებული საქაღალდიდან. როგორ ფიქრობთ, გამოგივათ ეს?

სამწუაროდ არა: Apple iTunes-ის ყველა გამოშვებული ვერსიის საფუძვლიანი შესწავლა გვიჩვენებს, რომ „Sharing music“ ფუნქცია პირველად გამოჩნდა 4.0.1 ვერსიაში – 2003 წლის მაისის ბოლოს და ითხოვდა მინიმუმ Mac OS X 10.1.5-ს. ხოლო კლასიკური სისტემის მხარდაჭერა ერთი წლით ადრე შეწყდა – 2002 წლის 20 მარტს გამოვიდა iTunes-ის Mac OS 9-თან თავსებადი ვერსია ნომერი 2.0.4. არანაირ „music sharing only in subnet“ მხარდაჭერაზე საუბარიც არ იყო.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.