Skip to content

ოქროს მაკბუკი

ტრადიციულად პოპულარული, მაგრამ Windows PC-ის სამყაროში ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი მაკინტოშები გარანტირებულად იქცევენ ყურადღებას, რაც არანაირად არ აუქმებს ყოველი ვაშლისტის წინაშე მდგომ პრობლემას – რითი შეგვიძლია გამოვირჩეოდეთ „ერთმორწმუნეთა“ შორის (რაიმე Dell-ის ყიდვა არ ითვლება)? ამ რთული ამოცანის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ Computer Choppers-ის დიდოსტატების მიერ უახლესი ნამუშევრები. მათ მოახერხეს და შექმნეს ოქროს MacBook Pro. ოქროსი ამ სიტყვის სრული გაგებით: ალუმინის კორპუსი დაფარულია ოქროს ქარალდით, ხოლო თაჩპადის და კლავიატურის პლასტმასის დეტალები შეღებილია „ოქროსფრად“:

უახლოეს ხანებში ეს პორტატული, არალიკვიდური ფონდი გამოჩნდება გაყიდვაში (განსაკუთრებით ექსცენტრიული ბატონებისათვის გათვალისწინებულია დამატებითი ოფხია – პორტატული კომპიუტერის სახურავზე გამოსახული ვაშლის ლოგოს დაფარვა ბრილიანტებით გაწყობილი პერსონალური ლოგოთი (რა მკრეხელობაა!!! :()), თანაც ფასები, საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე იმერყევებს 1200-დან 1500 დოლარამდე. სამწუხაროა, მაგრამ მწარმოებელთა ვებ-გვერდზე არ მოიძებნება პასუხი შეკითხვაზე – რამდენად გამძლე იქნება ოქროს ზედაპირი ნაფხაჭნებისადმი?