მარკეტინგული ომები — Nokia-ს საპასუხო დარტყმა

Nokia-ს პროვოკაციული რეკლამა, რომელიც გამოჩნდა iPhone-ის 1.1.1 სკანდალური განახლების შემდეგ, ძალებს იკრებს.

აფიშები, რომლებიც მოუწოდებენ მწარმოებლებს შექმნან ღია ტელეფონები, დროულად გამოჩნდა. Apple-ის პოლიტიკით უკმოყოფილოთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ კონკურენტების წარმატებებს (800 ათასი HTC Touch-ი გაიყიდა 72 დღეში), ფინური კომპანია სერიოზულად აპირებს გაუწიოს კონკურენცია Apple-ს.