iPhone-ის ნაწილობრივი ფუნქციონირების დაბრუნება Firmware-ის 1.1.1 ვერსიამდე განახლების შემდეგ

ვერსიის 1.0.2. დადაბლების შემდეგ iPhone-ი ჩაირთვება, შესაძლებელი ხდება უცხო პროგრამების დაყენება, მაგრამ პირდაპირი დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებთ – ის აღარ დარეკავს.

დასაწყისისათვის ჩამოვტვირთოთ Firmware-ი 1.0.2, და iTunes 7.4.2.4 (პრინციპში ნებისმიერი უნდა წავიდეს), აგრეთვე არქივი მისამართიდან. მოქმედებათა თანმიმდევრობა:

  • გამორთულ ტელეფონზე ერთდროულად ვაჭერთ ღილაკებს Home და Power და გვიჭირავს ათიოდე წამი.
  • შემდეგ ავუშვებთ მხოლოდ ღილაკს Power, ხოლო ღილაკი Home დაჭერილი გვაქვს. iPhone-ის ეკრანი კვლავ შავი დარჩება, მაგრამ ვინდოუსი სიხარულით გვამცნობს ახალი მოწყობილობის არსებობაზე (Apple Recovery (DFU) USB).
  • ამის შემდეგ უნდა გავუშვათ iTunes-ი, რომელიც გვეუბნევა, რომ მიერთებულია ტელეფონი აღდგენის რეჟიმში.
  • დაჭერილი SHIFT-ით ვაჭერთ ღილაკს Restore, iTunes-ი გვთავაზობს ამოვირჩიოთ Firmware-ის ფაილი, ვირჩევთ 1.0.2-ის ფაილს.
  • ამის შემდეგ თანმიმდევრულად გამოჩნდება შემდეგი შეტყობინებები: „პუ-ს ამოღება“, „iPhone-ის მომზადება“, „iPhone-ის დალოდება“, „iPhone-ის მომზადება“, „iPhone-ის აღდგენა“, „iPhone-ის შემოწმება“, „აღდგენის შემოწმება“, „iPhone-ის Firmware-ის შემოწმება“ და ამის შემდეგ გამოხტება წარწერა „ვერ მოხერხდა iPhone-ის აღდგენა. მოხდა უცნობი შეცდომა (1013)“.
  • ამის შემდეგ iPhone-ი ჩაირთვება აღდგენის რეჟიმშიყვითელი სამკუთხედით და წარწერით „Please Connect to iTunes“.
  • ამის შემდეგ უნდა გავუშვათ AppTappInstaller-ი ჩამოტვირთული არქივიდან. მივუთითებთ Firmware-ს, ჩვენს შემთხვევაში 1.0.2. პირველად გამოვა შეცდომა „Sending iPhone Failed“.
  • ვაჭერთ ღილაკს „კარგი“ (OK) და ხელახლა გავუშვებთ.
  • ამის შემდეგ მან ბოლომდე უნდა იმუშაოს. როგორც კი გამოჩნდება შეტყობინება „Completed“, ვაჭერთ ღილაკზე „Close“ და გავუშვებთ ფაილს activate.bat საქაღალდედან point and click activation (with youtube) ჩამოტვირთული არქივიდან.
  • ველოდებით, სანამ მუშაობს სკრიპტი და ამის შემდეგ ვრთავთ iPhone-ს (უფრო სწორედ, უკვე iPod Touch-ს) და ვტკბებით 1.0.2-ით, მაგრამ ტელეფონის ფუნქციის გარეშე. უცხო პროგრამები ყენდება.