Apple Store-მაღაზიების არადოკუმენტირებული სერვისი

…ამასობაში ისტორია ავადსახსენებელი განახლების 1.1.1, რომელმაც ათასობით iPhone-ი გამოიყვანა მწყობრიდან, ემზადება მოულოდნელი გარძელებისათვის: The Unofficial Apple Weblog-ის განცხადებით, Apple Store-ის ამერიკულ მაღაზიებში შესაძლებელი გახდა „უსიცოცხლო“ ტელეფონის გაცოცხლება. ამისათვის საჭიროა მიხვიდეთ Genius Bar-ის ლოკალურ სადგამთან, ჩააბაროთ ტელეფონი ერთ-ერთ „გენიოსს“ და დაელოდოთ, ვიდრე იგი საწყობში არ გაუჩინარდება მხოლოდ იმისათვის, რომ მცირე დროში დაბრუნდეს სრულიად აღდგენილი მოწყობილობით. სამწუხაროდ, უცნობია, თუ რომელი ტიპის iPhone-ები ჩააბარეს კონსულტანტებს – ჩვეულებრივები თუ განბლოკილები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *