Boot Camp-ის ბეტა-ვერსიის მოქმედების ვადა იწურება

Apple-ი აფრთხილებს Boot Camp-ის მომხმარებლებს იმის შესახებ, რომ პროგრამის ბეტა-ვერსიის მოქმედების ვადა იწურება ამ თვეში.

„სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, Boot Camp-ის ბეტა-ვერსიის მოქმედების ვადა სრულდება Mac OS X 10.5 Leopard-ის გამოშვებასთან ერთად 2007 წლის ოქტომბერში“, – ნათქვამია Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის ვებ-გვერდზე.

Boot Camp Beta 1.2-ის მოქმდების ვადა დასრულდა 30 სექტემბერს, ამჟამად მომხმარებლებმა უნდა დააყენონ პროგრამის ახალი ვერსია – Boot Camp 1.4, რომელიც იმუშავებს კიდევ რამდენიმე ხანს. კომპანიის განხადებით, Boot Camp-ის გამოყენების გასაგრძელებლად დაყენებული უნდა იყოს Mac OS X Leoprd.

გამორიცხული არაა, რომ Apple-ი აგრეთვე გამოუშვებს ცალკე პროგრამას Mac OS X 10.4-თვის, თუმცა თვითონ კომპანია ამის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს.

წყარო: Apple