Apple-ი აგრძელებს Mac OS X 10.4.11-ის ტესტირებას

Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა მორიგი ანაწყობები – build 8S2157 Intel-პროცესორებისათვის და build 8S157 – PowerPC-სთვის.

ვებ-საიტის AppleInsider ინფორმაციით, ბოლო ანაწყობებში გასწორებულია Safari-ის უწესრიგობები, ხოლო Intel-ვერსიისათვი – დამატებით ელკვების მართვის სისტემები. ამგვარად, გასწორებების საერთო რიცხვმა დაახლოებით ორმოცდაათს მიუკაკუნა.

თანხმლებ დოკუმენტაციაში Apple-ი სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ Safari-ს, PCI Express-ბარათების, FireWire მოწყობილობების და აგრეთვე USB-აუდიოკონტროლერების მუშაობას.

განახლების ფინალური ვერსია სავარაუდოთ გამოვა ამ თვის განმავლობაში, ვინაიდან ოქტომბერში გამოდის ოს-ის ახალი ვერსია – 10.5 Leopard-ი.

წყარო: AppleInsider