Mac OS X Leopard-მა Release Candidate-ის სტატუსი მიიღო

ვებ-საიტი MacRumors საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X, 10.5 Leopard-ი, რომლის გამოშვებაც დაგემილია ოქტომბერში, უკვე იმყოფება Release Candidate-ის სტადიაში.

Release Candidate-ის სტატუსი, როგორც წესი ენიჭება იმ ვერსიას, რომელშიც აღარ არის ცნობილი მსხვილი პრობლემები და დარჩენილია მხოლოდ წვრილ-წვრილები. თუ ტესტირების პროცესში არ იქნება გამოვლენილი რაიმე მსხვილი უწესრიგობა, მაშინ უახლოეს დროში უნდა ველოდოთ Gold Master ვერსიას, რომელიც მზადაა ტირაჟისათვის.

ვებ-საიტმა ThinkSecret გამოაქვეყნა Mac OS X 10.5 Leopard build 9A559-ის გალერეა.

წყარო: MacRumors