iPhone-თა უმეტესი წილი გამოიყენება AT&T-ის ქსელში

American Technology Research-ის ანალიტიკოსის შო ვუს (Shaw Wu) აზრით, Apple-ის განცხადება იმის შესახებ, რომ შიდა პროგრამული უზურნველყოფის მომავალმა განახლებამ შეიძლება გამოიწვიოს განბლოკილი ტელეფონების გაფუჭება, ვერ იმოქმედებს გაყიდვების მოცულობაზე.

ვუს აზრით, პრობლემები შეიძლება გაუჩნდეთ მომხმარებელთა საკმაოდ მცირერიცხოვან წრეს – ჰაკერებს, მაშინ როდესაც მომახმარებელთა უდიდესი ნაწილი ტელეფონს იყენებს მოდიფიკაციის გარეშე, AT&T-ის ქსელში. ანალიტიკოსის აზრით, Apple-ის პოზიცია გასაგებია: კომპანია ცდილობს შეასრულოს ვალდებულება ოპერატორების მიმართ, აგრეთვე დაიცვას ტელეფონის მუშაობის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამის გარდა, კლიენტების „ჩაჭერა“ პარტნიორი მომწოდებლების ქსელებში ფინანსურად ხელსაყრელია Apple-ისათვის, ვინაიდან ისინი მას სააბონეტო თანხის ნაწილს უხდიან.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მომავალში Apple-ი ნებას მისცემს iPhone-ის გამოყენებაზე სხვადასხვა ოპერატორების ქსელებში, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც დასრულდება ოპერატორებთან ექსკლუზიური ხელშეკრულების ვადები.

წყარო: MacNN

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.