ჰაკერები გვპირდებიან განბლოკილი iPhone-ის აღდგენის საშუალებას

ჰაკერები ჯგუფიდან iPhone Dev Team, რომლებიც ცნობილნი არიან iPhone-ის განბლოკვის უტილიტით, გვპირდებიან ტელეფონის ხელახალი ბლოკირების ხელსაწყოს.

„ერთი კვირის განმავლობაში ვუზრუნველვყობთ nck მრიცხველის ჩამოყრას და აგრეთვე მოგაწვდით შიდა პროგრამული უზურნველყოფის აღდგენის საშუალებებს“, — ამბობენ iPhone Dev Team-ის წევრები.

თუ ნამდვილად შეძლებენ ასეთი ხელსაწყოს გამოშვებას, iPhone-ის მფლობელები უპრობლემოდ შეძლებენ შიდა პუ-ს აღდგენას.

ამ ეტაპზე ძნელია რაიმეს თქმა იმის შესახებ, თუ რამდენად პრობლემატური იქნება შიდა პროგრამული უზურნველტოფის განახლება – დასკვნების გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ განახლების გამოსვლის შემდეგ.

წაყრო: TUAW