ვოზნიაკი: iPhone-ის ფასების დაგდება არადროული იყო

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი ამბობს, რომ კომპანიის მეთაურის სტივ ჯობსის გადაწყვეტილება iPhone-ის ფასის დაგდებაზე, პროდუქტის ბაზარზე გამოსვლიდან ორ თვეში ნაადრევი და არადელიკატური იყო.

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი ამბობს, რომ კომპანიის მეთაურის სტივ ჯობსის გადაწყვეტილება iPhone-ის ფასის დაგდებაზე, პროდუქტის ბაზარზე გამოსვლიდან ორ თვეში ნაადრევი და არადელიკატური იყო.

„არავინ მოელოდა, რომ ახალი პროდუქტი ამდენად გაიაფდებოდა ასეთ მოკლე ხანში, – ამბობს ვოზნიაკი. – სტივ ჯობსმა, როგორც სხვებმა, იცის, რომ დროთა განმავლობაში მაღალტენოლოგიური პროდუქტების ღირებულება ეცემა და ვინც პირველი ყიდულობს, მეტსაც იხდის. მე – ერთერთი მათგანი ვარ. მესმოდა, რომ ეს მოხებოდა, მაგრამ ეს ძალიან სწარაფად მოხდა“.