Vodafone-ს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გახდება iPhone-ის ევროპული მომწოდებელი

კომპანიამ Vodafone თავისი ხელმძღვანელის საშუალებით გვამცნო, რომ, კვლავ იმედოვნებს გახდეს iPhone-ის მომწოდებელი ევროპაში.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არუნ სარინმა (Arun Sarin) ინდოეთში რეპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ Vodafone-ს შეუძლია მოელაპარაკოს Apple-ს მომდევნო 6—12 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მან წააგო ბრძოლა T-Mobile, Orange და O2-თან გერმანიაში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში შესაბამისად.

თავდაპირველად Vodafone-ი განიხილებოდა როგორც მთავრი პრეტენდენტი, ვინაიდან კომპანია წარმოადგენს ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილეს ოპერატორს მსოფლიოში და გააჩნია სრულიადევროპული დაფარვა.

ადრე სარინმა განაცხადა, რომ Vodafone-ი დაინტერესებული არაა iPhone-ის მიმდინარე მოდელის წარმოჩინებით, ვინაიდან მას არ გააჩნია 3G-ს მხარდაჭერა.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.