Shuffle-ის „სიკვდილი“

„Shuffle“-ების დებიუტმა 2005 წლის ინვარში MacWorld-ის კონფერენციაზე არაორაზროვნად აჩვენა: Apple-მა დაიწყო ბაზრის მისთვის მანამდე ისეთი სრულიად უინტერსო სეგმენტის დაპყრობა, როგორიცაა იაფი mp3-დამკვრელები ფლეშ-მეხსიერებით. მას შემდეგ ორწელიწადნახევარზე მეტი გავიდა და თუმცა ძნელია არ ვაღიაროთ „Shuffle“-ების წარმატება ბაზარზე, ნათელი ხდება ერთი რამ: „Shuffle“-ის არსებული კონცეფცია განწირულია.

ბევრისთვის iPod shuffle-ი გახდა პირველი ნაბიჯი iPod-ის და Apple Macintosh-ის სამყაროში: პაწია, მოხერხებულ და რაც მთავრია იაფ დამკვრელს საფირმო „ვაშლით“ პალსტიკურ კორპუსზე არ შეეძლო არ მოეხიბლა ასობით ათასი ადამიანი, ამ სიტყვების ავტორის ჩათვლით. მაგრამ პროგრესს ვერ შეაჩერებ და როგორც აღმოჩნდა, ეკრანის არმოქნე „Shuffle“-ში უბრალოდ შეუძლებელია ყველა იმ ახალი ფუნქციის ჩამატება, რაც Apple-მა ეხლახანს დაამატა ყბადაღებულ „ბუთხუზას“ – სექტემბრის დასაწყისში ანონსირებულ მესამე თაობის „Nano“-ს: ვიდეოს მხარდაჭერა, ახალი ინტერფეისი, პლუს – ჰოი საოცრებავ! – ფასების დაბლა დაწევა.

ახალ „Nano“-ს მოსდევს ტევადი iPod classic-ი და „iPhone-ი ტელეფინის გარეშე“ – მედია-დამკვრელი iPod touch-ი. და როგორც ირკვევა, Apple-ის ახალ სამოდელო რიგში iPod Shuffle-ი გაჭირვებით ჯდება – მისთვის უბრალოდ აღარაა ადგილი. iPod nano 3G-ს ფასები იწევს ქვემოთ და „ბუთხუზა“ უკვე მალე გახდება iPod shuffle-ის რეალურად მაცდუნებელი ალტერნატივა იაფფასიანი დამკვრელების სეგმენტში. სულ ცოტაც და Apple-ის თვალსაზრისით iPod shuffle უსარგებლო გახდება.

Apple-ის ახალმოდური ფუნქციები – არამარტო დაინახო შენს iPod-ში მედია-შიგთავსი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით შეეხო მას – უბრალოდ განუხორციელებელია მოწყობილობაში, რომელსაც არ გააჩნია ეკრანი. ერთადერთ ალტერნატივად რჩება უჩინმაჩინი სურათებისა და სპეცეფექტების იმპროვიზირებული პოდკასტების სახით აღწერა – მაგარი აბსურდია, არა?. მაგალითად ესე:

Pod shuffle #1: „ცამეტი“ – ძალიან მაგარი ფილმი! დაძაბული სიუჟეტი, დრამატული მომენტები, გულისშემძვრელი სცენები – ყველაფერი რაც საჭიროა! მინიმ დიალოგები, მაქსიმუმ ადრენალინი!..

Pod shuffle #2: „ჯეობარი 3“! სოფიამ მკერდი გამოაჩინა!!!

დებილობაა? მაგარი! ანდა მორიგი რევოლუციური ინტერფეისი, რომელსაც კუპერტინოში დაარქმევენ iSpeak-ს და… არასოდეს გამოუშვებენ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ უახლოეს ერთ წელიწადში Apple-ი წარმატებით და ზედმეტი ხმაურის გარეშე დამარხავს iPod shuffle-ს – დამკვრელმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ერთადერთი გამოსავალი, კონკურენციის გაწევისა არის მეხსიერების გაზრდა (მართლა,რომელს იყიდიდით – iPod shuffle 4 გბაიტი 130 დოლარად თუ iPod nano 4 გბაიტი ასორმოცდაათად?). ახალი დიზაინერული რამე-რუმეებისაგან ხეირი იქნება მცირე, აქაც ამოიწურა შესაძლებლობები – ქამრის შესაკრავში თუ ჩაამატებენ თორემ მეტი რაღა უნდა ქნან? ასე, რომ iPod shuffle-ი განწირულია.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.