Skip to content

iPod nano 8 გბაიტიანის თვითღირებულებაა $83

კომპანიამ iSuppli, რომელიც მუდმივად აგროვებს ინფორმაციას Apple-ის პროდუქციის თვითღირებულების შესახებ, კვლავ გაგვახარა საინტერესო ფაქტებით.

მათი გაანგარიშებით, Apple iPod nano დამკვრელის მაკოპლექტებელი ნაწილების ღირებულებაა 59 დოლარი 4-გბ მოდელისათვის და 83 დოლარი 8-გბ მოდელისათვის. რათქმაუნდა, აქ არ შედის ის ფასდაკლებები, რომლებსაც ჯობსი გამოსტყუვენდა ნაწილების მწარმოებლებს Micron, Dialog, Intersil, Synaptics და სხვებს. თუმცა, ისედაც გასაგებია, რომ $199 ნახევარზე მეტი მოდის მოდელის აწყობაზე, მიტანაზე, რეკლამაზე და გაყიდვაზე, აგრეთვე აქციონერების ანაზღაურებაზე, რომლებმაც დაასპონსორეს წარმოება.