Apple-მა გამოუშვა iTunes 7.4.1

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის კიდევ ერთი განახლება – 7.4.1 Mac OS X და Microsoft Windows ოპერაციული სისტემებისათვის, თუმცა ბოლო ვერსიის გამოშვებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული.

კომპანიას არ მოყავს ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა iPhone-ის მფლობელები, რომლებიც იყენებდნენ რინგტონების არაოფიციალურად ჩაწერის მეთოდს, გვატყობინებენ, რომ ახალ ვერსიაში ეს ხრიკი აღარ მოქმედებს.

მიუხედავად ამისა ჰაკერები გულხელდაკრეფილნი არ სხედან. MacRumors-მა უკვე გამოაქვეყნა iTunes 7.4.1-ის საშუალებით რინგტონების დამატების ახალი ალგორითმი.

განახლების დაყენება შესაძლებელია Software Update-დან.

წყარო: Apple