iPod touch: თითქმის iPhone

iPod-ის სამივე მოდელის – shuffle, nano და ამჟამად უკვე classic განახლების შემდგომ, Apple-მა წარმოგვიდგინა ოჯახის ახალი წევრი – iPod touch.

ახალი iPod touch-ი გარეგნულად ძალიან წააგავს iPhone-ს: 3,5-დუიმიანი შეხებასთან მგრძნობიარე ეკრანი 320×480 პიქსელი გარჩევადობით, მთავარ მენიუში დასაბრუნებელი ღილაკი…

„iPod touch-ში გამოყენებულია multi-touch რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებმა გაიცნეს და შეიყვარეს iPhone-ში, – თქვა სტივ ჯობსმა პროდუქტის წარდგენისას. – თუ თქვენ iPhone-ის მომხმარებელი ხართ, iPod touch-ში ტქვენთვის ყველაფერი ნაცნობი აღმოჩნდება“.

iPod touch-ი ორი მოდელისაგან შედგება – 8 და 16 გბაიტიანი. ამით მსგავსება iPhone-თან არ თავდება: მოწყობილობა აღწურვილია Wi-Fi ინტერფეისით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ ვებ-საიტები და გაუშვათ ვებ-პროგრამები. აკუმულატორის მუხტი საშუალებას იძლევა ხელახალი დამუხტვის გარეშე დაუკრათ მუსიკა 22 საათი ან 5 საათი ვიდეო.

iPod touch 8 გბაიტიანის ღირებულებაა – $299, 16 გბაიტიანისა – $399.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.