Apple-მა გამოუშვა iTunes 7.4

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის ახალი ვერსია Mac OS X და Microsoft Windows ოპერაციული სისტემებისათვის.

„iTunes 7.4-ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ საყვარელი მუსიკის სინქრონიზაცია iPod nano-სთან, iPod classic-თან და iPod touch-თან, აგრეთვე შექმნათ რინგტონები iPhone-ისათვის“, — ნათქვამია თანხმლებ დოკუმენტაციაში.

განახლების დაყენება შესაძლებელია Software Update-ის დახმარებით.

საინფორმაციო გვერდები და ჩამოტვირთვის ბმულები შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: Mac OS XWindows.

წყარო: Apple