ახალი iPod nano: დიდი ეკრანი, ვიდეოს მხარდაჭერა, ახალი ინტერფეისი

Apple-მა წარმოადგინა iPod nano-ს ახალი, მესამე თაობა.

ფოტოები, რომლითაც ინტერნეტი ბოლო კვირების განმავლობაში აჭრელებული იყო, ნამდვილი გამოდგა. ახალმა iPod nano-მ მიიღო ორ დუიმამდე გაზრდილი ეკრანი 320×240 პიქსელი გარჩევადობით (204 dpi), რის გამოც მათი საშუალებით შესაძლებელია ვიდეოს ყურება და თამაშების გაშვება. კომპლექტში შედის სამი თამაში – iQuiz, Sudoku და Vortex. მოწყობილობის ლითონის კორპუსმა აგრეთვე განიცადა ცვლილება: მისი პროპორციები მოგვაგონებენ „ზრდასრულ“ iPod-ს, რის გამოც საზოგადებამ მას „ბუთხუზა“ შეარქვა (iPod phatty).

აგრეთვე შეიცვალა დამკვრელის მომხმარებლის ინტერფეისი. ეკრანი იყოფა ორ ნაწილად, ერთ ნაწილში მენიუთი, ხოლო მეორეში – ალბომების ყუებით (cover art). iPod nano-ში გაჩნდა Cover Flow რეჟიმი, მასში ნავიგაცია ხორციელდება Click Wheel ბორბალათი. ახალი ფერთა გამა შედგება ვერცხლისფერისგან, შავისგან, ზურმუხტისფერისგან და ღია-სალათისფერისგან. კიდევ ერთი ვარიანტია წითელი, რომელიც საქველმოქმედო მიზნებისთვისაა გამოშვებული – (PRODUCT) RED.

სულ იწარმოება ორი მოდელი: 4 გბაიტიანი ვერცხლისფერით (ფასი აშშ-ში – $149) და 8 გბაიტი — ყველა დანარჩენი ფერის ($199).

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.