iPhone 8 გბ — უკვე 399 დოლარად

iPod touch-ის გამოშვებასთან ერთად Apple-მა შეამცირა iPhone-ის ღირებულება.

„გამოკვლევები ცხადყოფს, რომ iPhone-ის მყიდველების პროდუქტით დაკმაყოფილების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე კომპანიის სხვა პროდუქტების შეძენისას, – განაცხადა კომპანიის მეთაურმა სტივ ჯობსმა გუშინ პრესასთან გამართულ შეხვედრაზე. – iPhone-ი გარღვევას ახდენს და ჩვენ გვსურს გავხადოთ იგი უფრო ხელმისაწვდომი“.

ჯობსის განცხადებით, მყიდველთა აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს iPhone-ის 8 გიგაბაიტიან მოდელს, ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა შეწყვიტოს 4 გბაიტიანი მოდელის წარმოება.

ამჯერად ერთადერთი, 8 გბაიტიანი მოდელი 200 დოლარით იაფი ეღირება – $399. უმცროსი მოდელის სასაწყობო ნაშთები გაიყიდება $299-ად.

წყარო: Apple