iPhone-მა ივლისში აშშ-ს ბაზრის 1,8% დაიპყრო

გამოკვლევის შედეგად, რომელიც ჩაატარ კომპანიამ iSuppli, Apple iPhone-ის გაყიდვები აშშ-ში ივლისში უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ყველა სმარტფონისა ერთად აღებული. iSuppli-ს მონაცემებით, გაყიდვების პირველივე სრული თვის განმავლობაში Apple-მა მოახერხა ბაზრის 1,8% დაპყრობა.

iPhone-ის ორი მოდელის საერთო გაყიდვების მოცულობა უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე RIM Blackberry კომუნიკატორების, Palm-ის, Nokia-ს ნებისმიერი სმარტფონის, Samsung-ის ან Motorola-ს მთელი ოჯახისა.

სულ გამოიკითხა 2 მლნ. მომხმარებელი. iPhone-ის მყიდველთა 57% 35 წელზე ახალგაზრდაა, 52% – მამაკაცი, ყოველი მეოთხე გადავიდა AT&T-ის მომსახურებაზე სხვა პროვაიდერისაგან.

წყარო: Reuters

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.