Apple-ი და Volkswagen-ი გამოუშვებენ ავტომობილს

გერმანული გამოცემა Capital-ი იტყობინება, რომ Apple-ი მსოფლიოს უმსხვილეს ავტოგიგანტთან Volkswagen-თან ერთად მუშაობს ახალი ავტომობილის შექმნაზე, რომლის კოდური დასახელებაა iCar.

Capital-ის განცხადებით, Apple-ის მეთაურმა სტივ ჯიბსმა და Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორმა მარტინ ვინტერკორნმა (Winterkorn) აგვისტოში გამართეს შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა. გამორიცხული არ არის, რომ ეს იდეა წარმოიშვა გამოკვლევის შედეგად, რომლის თანახმადაც, ავტომობილები, რომელშიც ინტეგრირებულია Apple-ის პროდუქტები, ახალგაზრდობის დიდი ყურადღებით სარგებლობს.

თუ Volkswagen-ის და Apple-ის ერთობლივი საწარმო რეალობად იქცევა, ეს არ იქნება ამ კომპანიების ურთიერთობის პირველი მცდელობა. 2003 წელს მათ ერთობლივად გამართეს აქცია, რომლის დროსაც Volkswagen New Beetle-ის მყიდველი საჩუქრად Apple iPod-ს იღებდა.

წყარო: Capital