iToner-ი დაგეხმარებათ შეცვალოთ რინგტონები iPhone-ში

კომპანიამ Ambrosia Software გამოუშვა უტილიტა iToner-ი, რომელიც გაძლევთ საშუალებას Mac-კომპიუტერების საშუალებით დააყენოთ iPhone-ზე ნებისმიერი რინგტონი.

iToner-ი Universal Binary ტიპის პროგრამაა, შესაძლებლობას იძლევა MP3 და AAC ტიპის ფაილების ჩაწერისა. ამისათვის საკმარისია ხმოვანი ფაილი გადავათრიოთ პროგრამის ფანჯარაში და დავაჭიროთ სინქრონიზაციის კლავიშს. ამის შემდეგ, ახალი რინგტონები ხელმისაწვდომი გახდება ტელეფონში.

ამ მომენტისათვის პროგრამას არ შეუძლია აუდიო ფაილების ჩამოჭრა და შეწებება, რაც ალბათ შემდეგ ვერსიებში დაემატება.

კომპანია ამტკიცებს, რომ iToner-ის გამოყენება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ხელს არ შეუშლის შემდგომში ტელეფონში განახლებების დაყენებას.

პროგრამის ღირებულებაა – $15.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *