აშშ-ში ივნისის თვეში რეალიზებული ყოველი მეექვსე პორტატული კომპიუტერი Apple-ის არის

Apple-ის აქციების ფასის საგრძნობი ზრდა განპირობებულია კომპანიის ისტორიაში პირველი მობილური ტელეფონის გამოშვებით, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კომპანია შეტევას ახდენს ყველა ფლანგიდან, რომელთაგან მთავარი – Mac-კომპიუტერების რეალიზაციაა.

გასულ კვარტალში Apple-მა მოახერხა გაყიდვების სარეკორდო შედეგების ჩვენება – 1,76 მლნ. Mac-კომპიუტერები, 1/3-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. კომპანიამ გაყიდა 1,1 მლნ. პორტატული კომპიუტერი, რამაც $1,6 მრდ. შემოსავალი მოუტანა, პორტატული კომპიუტერების რეალიზაციის მატება მას ოთხჯერ უფრო მარალი აქვს, ვიდრე საშუალოდ ინდუსტრიაში.

NPD Group-ის გამოკვლევების შედეგად, ივნისის თვეში Apple-ის წილი პორტატული კომპიუტერების ბაზარზე აშშ-ში შეადგენდა 17,6%, 3%-ით მეტი, ვიდრე მაისში (14,3%).

წყარო: PC World

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.