iPhone-ის „სამრეწველო“ განბლოკვა ისე დამთავრდა, რომ არც კი დაწყებულა

სამხრეთირლანდიულმა კომპანიამ Uniquephones, რომელიც დაგვპირდა გასულ შაბათს დისტანციური განბლოკვის სერვისის გაშვებას, გადადო დაპირება განუსაზღვრელი ვადით.

კომპანიის დამფუძნებლის, ჯონ მაკლაფინის (John McLaughlin) განცხადებით, ამის მიზეზი გახდა სატელეფონო ზარი საერთაშორისო იურიდიული კომპანიიდან O’Melveny & Myers, რომელიც AT&T-ის ინტერესებს წარმოადგენს. O’Melveny & Myers-ის წარმომადგენელმა ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე დარეკა და გააფრთხილა Uniquephones-ი Apple-ის და AT&T-ის ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო. მაკლაფინი ჯერ ძილ-ბურანში იყო, როდესაც სატელეფონო საუბარი დასრულდა. მან ვერ დაიმახსოვრა მოსაუბრის სახელი, თუმცა ზარის დრომ და იმ ფაქტმა, რომ იგი განხორციელდა სახლის ტელეფონზე, ძილერ შეაშინა ვაი ჰაკერი.

„თუ მას უბრალოდ რჩევის მოცემა ეწადა, შეეძლო ელ-ფოსტის შეტყობინება გამოეგზავნა ჩემთვის“, – ამბობს მაკლაფინი, მიუთითებს რა იმაზე, რომ მას შესაძლოა ემუქრებოდნენ.

Apple-ის, AT&T-ის და O’Melveny & Myers-ის წამომადგენლები ჯერ-ჯერობით კომენტარს ამ ფაქტტან დაკავშირებით არ აკეთებენ.

წყარო: Macworld