Apple-მა გამოუშვა Leopard-ის კიდევ ერთი ანაწყობი

სულ რაღაც ხუთი დღე გავიდა Mac OS X 10.5 Leopard build 9A500n-ის გამოსვლიდან და Apple-მა უკვე დააგზავნა ტესტერებთან კიდევ ერთი – build 9A527.

ტესტერების განცხადებით, ახალ ანაწყობში გაცილებით გაიზარდა ნაკლებმნიშვნელოვანი ხარვეზების სია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია უკვე მუშაობს ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის საბოლოო გაშალაშინებაზე.

Apple-ი სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შემდეგ კომპონენტებს: Parental Controls, Time Machine, DVD Installations, Network Connectivity, Printing, FileVault, Mail, iChat, iCal, .Mac Synching და Spotlight, ამასთან კომპანიას მოყავს რჩევები ტესტირების მეთოდიკასთან დაკავშირებით.

ადრე ვებ-საიტი MacScoop გვატყობინებდა, რომ ბოლო ბეტა-ვერსია, Final Candidate, უნდა გამოვიდეს ან ამ თვის ბოლოს, ან შემდეგი თვის დასაწყისში, ხოლო 4-6 კვირის შემდეგ უკვე გამოვა ვერსია Golden Master, რომელიც განკუთვნილია ტირაჟირებისათვის.

წყარო: MacRumors

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.