Apple-მა გამოუშვა Tiger-ის და Leopard-ის ახალი ანაწყობები

Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X 10.5 Leopard-ის ახალი ანაწყობი.

წინა, build 9A499 ანაწყობისაგან განსხვავებით, ახალი ანაწყობი, Mac OS X 10.5 Leopard build 9A500n ვრცელდება არა დიკის იმიჯ-ფაილის (ვერაფრით ვერ მოვიფიქრე რა დავარქვა Image-ს, იქნებ დამეხმაროთ? – რედქტ. შენშვნა) სახით, არამედ როგორც დელტა-განახლება, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია Mac OS X Software Update-ით. ზოგიერთი მონაცემით, განახლება აუმჯობესებს სისტემის მუშაობის სტაბილურობას და აღმოფხვრავს ზოგიერთ შეცდომას.

ამავდროულად კომპანიამ ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X 10.4.11 Tiger-ის ახალი ანაწყობი – build 8S2144. შეგახსენებთ, რომ წინა ანაწყობი, build 8S2144, გამოვიდა სულ 5 დღის წინ, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ფინალური ვერსია სულ მალე გამოვა.

წყარო: MacRumors