iPod ახალ ფერებს მიიღებს?

Web-საიტი 9to5mac.com, გვამცნობს, რომ სტივ ჯობსის კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს მომავალი შოუ Apple Expo, რომელიც შედგება საფრანგეთში 25-29 სექტემბერს, რამოდენიმე ევროპული ანონსისათვისდა შესაძლოა ახალი iPod-ის წარდგენისათვის.

ვებ-საიტის წყაროები აგრეთვე გვამცნობენ, რომ განახლებული iPod nano, რომლებსაც წარმოადგენენ პარიზის Apple Expo-ზე (ან ცოტა მოგვიანებით) მიიღებს განახლებულ ფერთა გამას — Black, Silver, Cranberry/Wine Red, Lighter Blue და Light Green.

პარიზულ Apple Expo-ს უკვე რამოდენიმე წელია აღარ შეუძლია დაიტრაბახოს დიდი ყურადღებით Apple-ის მხრიდან – ბოლოს კომპანიის ხელმძღვანელობა აქ სიტყვით 2004 წელს გამოვიდა, როდესაც ფილ შილერმა (Phil Schiller) წარმოადგინა iMac G5-ი. სტივ ჯობსი ბოლოს აქ 2003 წელს იყო.

წყარო: 9to5mac.com