Apple-ი აჭარბებს iPhone-ის გაყიდვების გემას 1,5-ჯერ

RBC Capital-ის ანალიტიკოსის, მაიკ ებრემსკის (Mike Abramsky) მონაცემებით, ახალი ტელეფონის გაყიდვები კვლავაც აჭარბებს ექსპერტების პროგნოზებს, აგრეთვე გაიზარდა Mac-კომპიუტერების რეალიზაციაც – წარმატებული საგანმანათლებლო პრომო-კომპანიის Back-to-School წყალობით.

Apple-ის და AT&T-ის მაღაზიების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ კომპანიები მიმდინარე კვარტალში გაყიდიან 1,5 მლნ. iPhone-ს, რითაც გეგმას 50%-ით გადააჭარბებენ (ხუთწლედი ოთხ წელში, ხუთწლედი სამ წელში), ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე სულ გაიყიდება 14 მლნ. ტელეფონი.

Apple-ის კვარტალური შემოსავალი, ანალიტიკოსის პროგნოზით შეადგენს $6,2 მილიარდს, ხოლო მოგება – $0,76 თითო აქციაზე. (უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ შემოსავალს $5,93 მილიარდის ოდენობით, ხოლო მოგებას – $0,81 აქციაზე). RBC Capital-მა დაადგინა კომპანიის მიზნობრივი ღირებულება $175-ის დონეზე. ებრემსკის აზრით, კურსის ამასწინდელი ვარდნა 20%-ით შესაძლებლობას აძლევს პოტინციურ ინვესტორებს შეიძინონ აქციები იმაზე დაბალ ფასში, ვიდრე რეალურია.

წყარო: MacNN

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.