გახდება iWork-სი Office-ის შემცვლელი?

„Apple iWork ’08-ის განახლებული პაკეტი ღირსეული პროდუქტია, თუმცა საკმაოდ ჩამორჩება თავის ძირითად კონკურენტს – Microsoft Office-ის“, თვლის The Wall Street Journal-ის ცნობილი მიმომხილველი უოლტ მოსბერგი (Walt Mossberg).

კერძოდ, მოსბერგი iWork-ის სუსტ მხარედ მიიჩნევს Outlook-ის ანალოგის არარსებობას – პროგრამისა, რომელიც ითავსებს მისამართების წიგნაკის, კალენდრის, დამგეგმავის და საფოსტო კლიენტის ფუნქციებს.

ტექსტური რედაქტორი Pages, მოსბერგის აზრით, ასევე შესამჩნევად ჩამორჩება Microsoft Word-ს – მასში, მაგალითად არ არის ტექსტში სიტყვების სწრაფი გამოთვლის ფუნქცია, ხოლო ტექსტის ავტოკორექციის ფუნქციები სუსტადაა განვითარებული. პაკეტის ახალი წევრი, ელექტრონული ცხრილი Numbers Excel-ში ხელმისაწვდომი ფუნქციების მხოლოდ ნახევართან თუ მუშაობს, ამტკიცებს ჟურნალისტი.

მიუხედავად ამისა, iWork-ის ახალი ვერსიამ მიმომხილველზე ფრიად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იმის გათვალისწინებით, რომ პაკეტის ფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე Microsoft Office-ისა, იგი ყოველდღიური გამოყენებისათვის სრულიად ხელსაყრელია. თანაც პრეზენტაციების პროგრამა Keynote, მოსბერგის აზრით, გაცილებით უკეთესია, ვიდრე PowerPoint-ი.

წყარო: Walt Mossberg