EA აყოვნებს თამაშების გამოშვებას Mac-სთვის

მსოფლიოში თამაშების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანიამ Electronic Arts, როგორც ჩანს ვერ შეძლო სიტყვის შესრულება თამაშების Mac-ვერსიების Windows-ის ვერსიების პარალელურად გამოშვების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ Electronics Arts-ის დამფუძნებელმა ბინგ გორდონმა (Bing Gordon) სიტყვა დადო Apple Worldwide Developer Conference-ზე გამოსვლისას. ახლა კი კომპანია ამბობს, თამაშები Mac-თვის გამოვა Windows-ვერსიებთან რაც შეიძლება მინმალური დაყოვნებით.

თავის დროზე Electronic Arts-ი დაგვპირდა, რომ თამაშები Madden NFL 08 და Tiger Woods PGA Tour 08 გამოვიდოდა Mac-ისა და PC-თვის ერთდოულად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თამაშების Windows-ვერსიები ამ თვეში გამოვა, Mac-ის მომხმარებლებს მოუწევთ კიდევ ორიოდე თვით მოცდა – ოქტომბრამდე.

წყარო: Vnunet.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *