SMS-ების მოყვარულ ქალბატონს სამასგვერდიანი ანგარიში მიუვიდა

პიტსბურგის მცხოვრებს ჯასტინ ეზარიკს, რომელიც iPhone-ის ერთ-ერთი პირველი მფლობელი აღმოჩნდა, ერთი თვის სარგებლობის შემდეგ გადასახადის უპრეცენდენტო ანგარიში მიუვიდა.

დეტალური ანგარიში ყველა ოპერაციის შესახებ სამას გვერდზე დაეტია – გვატყობინებს The Pittburgh Channel. ანგარიშის უდიდესი ნაწილი დაიკავა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას გაგზავნამ. გამოირკვა, რომ ეზარიკი ერთი თვის განმავლობაში ახერხებს საშუალოდ 30-დან 35-მდე ათასი SMS-ის გაგზავნას. უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო ეზარიკმა მიიღო ასეთი დიდი ანგარიში. შეტყობინებები მოდის აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან, თუმცა ანგარიშის საშუალო მოცულობა არ აღემატება 30-50 გვერდს.

ბლოგერთა ნაწილი უკვე გამოვიდა წინადადებით ანგარიშთა ელექტრონული ხერხით გაგზავნის თაობაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *