iPhone-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Skype-ის გამოყენება

კომპანიამ Shape Services გამოუშვა web-პროგრამა Apple iPhone მობილური ტელეფონისათვის, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვიქონით წვდომა VoIP-ქსელთან Skype-ი.

Web-პროგრამა IM+ for Skype შესაძებლობას გაძლევთ იქონიოთ წვდომა Skype-თან უშუალოდ Safari ბროუზერიდან და განახორციელოთ VoIP-ზარები. პროგრამა ოპტიმიზირებულია სენსორულ ეკრანთან სამუშაოდ, მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც Skype-ის ნებისმიერი აბონენტის გამოძახება, აგრეთვე სტაციონალური და მობილური აბონეტებისაც.

IM+ for Skype-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ SkypeOut კრედიტით და აგრეთვე უფასოდ ესაუბრონ Mac და PC კომპიუტერების მომხმარებლებს.

Web-პროგრამა IM+ for Skype-ი უფასოა iPhone-ის მფლობელებისათვის განსაზღვრული დროის განმავლობაში.