Apple-ს სთხოვენ ნება დართოს Apple TV-სთვის პროგრამების შექმნაზე

ვებ-საიტის Apple TV Hacks-ის მფლობელებმა Apple-ის ხელმძღვანელს სტივ ჯობს გადაუგზავნეს ღია წერილი, რომელშიც სთხოვენ კომპანიას ოფიციალურად დართოს ნება Apple TV-სთვის პროგრამების შექმნაზე.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა მათ ყოველდღე ახარებს ოფიხიალური ფუნქციებით, ურიგო არ იქნებოდა შესაძლებელი ყოფილიყო ფუნქციების მომატება – მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ფაილების დაკვრის ფუნქციის დამატება. მათი აზრით, სიტუაცია კიდებ უფრო საწყენია იმის ფონზე, რომ Apple-ი ხარჯავს დიდ ძალისხმევას iPhone-ის პროგრამისტების მხარდაჭერაზე – მათთვის სპეციალურად გამოუშვეს SDK.

თუ Apple-ი გამოუშვებს SDK-ს Apple TV-თვის, მომხმარებელებს შეეძლებათ დააინსტალირონ დამატებითი პროგრამები საგარანტიო მომსახურების დაკარგვის გარეშე.

მათი აზრით, კომპანიამ აგრეთვე ყურადღება უნდა მიაქციოს Apple TV-ის აქსესუარების მწარმოებლებს.

წყარო: Apple TV Hacks

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.