ორი კვირის ფასად

ჩვენ ვიძახით „დიაზაინი“ – და ხშირად ვგულისხმობთ Apple-ს. ჩვენ ვიძახით Apple – და აუცილებლად ვიხსენებთ დიზაინს. ზუსტად ეს სიტყვა გახდა მიზეზი Apple-ის ორი ძირითადი სიახლის დაგვიანებისა – iPhone-ის და განახლებული iMac-ის.

დავიწყოთ Apple iPhone-ით: სინამდვილეში ეს მოწყობილობა უნდა გამოსულიყო არა პარასკევს, 29 ივნისს, არამედ ორი კვირით ადრე – თუმცა ბოლო მომეტში თარიღი შეიცვალა: 18 ივნისს გამოშვებულ პრეს-რელიზში სენსორული ეკრანის მრავალრიცხოვანი უპირატესობების გარდა ფიგურირებდა ეკრანის ახალი დაფარვა, რომელიც ტრადიციაული პლასტიკატის ნაცვლად ოპტიკური შუშუსგანაა დამზადებული. უპირატესობა თვალნათლივ ჩანს – შუშის დაფარვა გარანტიას ძლევა ფიზიკური ზემოქმედებისაგან, შედეგად – ნაფხაჭნების მინიმალური ოდენობა iPhone-ის პანელზე.

ახალი iMac-ების შემთხვევაში დამატებითი თოთხმეტი დღე გახდა ახალი დიზაინის ესთეტიური გაუმჯობესების საფასური. შავი კანტი დისპლეის გარშემო ახალ მონობლოკებში იდეალურად ერწყმის უჩვეულო შავ ვაშლს, თუმცა, სასწავლო მასალების გულმოდგინე შესწავლამ გამოავლინა საყურადღებო შეუსაბამობა – კომპანიის ევროპულ საიტზე ახალი iMAC-ი ფიგურირებს ძველი ვაშლით, ხოლო ამერიკულ საიტზე – უკვე შავი ვაშლია:

ამ ყველაფერს მივყავართ იმ აზრამდე, რომ, ახალი iMac-ების ავტორებმა ბევრი რამ აიღეს iPhone-ის შემქმნელებისაგან – კერძოდ, აიღეს და ახალ მოდელს დაატყიპეს სარკესავით გაპრიალებული ვაშლი (ზუსტად ასეთი არის iPhone-ზე). ინსაიდერიების ინფორმაციით, ფოკუს-ჯგუფი აღტაცებაში არ მოსულა იმ ამბით, რომ მთელი დღეების განმავლობაში მათ მოუწევდათ სარკეში საკუთარი ტავის მზერა, ასე, რომ საჭირო გახდა სასწრაფოდ ალტერნატივის გამოყენება – ნაცრისფერი, თეთრი და ბოლოს შავი ვაშლი.