iSlimCharger — მინიატურული შემაპირისპირებელი სადგური iPod shuffle-ისათვის

კომპანიამ Monster Cable გამოუშვა მინიატურული ადაპტერი მონაცემების სინქრონიზაციისა და აკუმულატორის დასამუხტად Apple-ის ყველაზე პაწია დამკვრელისათვის — iSlimCharger.

ახალი აქსესუარი შესაძლებლობას იძლევა მიუერთდეს iPod shuffle კომპიუტერის USB-პორტს მშობლიური, საკმაოდ მოუხერხებელი ადაპტერის მაგივრად. განმასხვავებელი ნიშანი მოწყობილობისა არის ფიქსატორი, რომელიც, iPod shuffle-ის კლიფსის მეშვეობით, ხელს შეუშლის დამკვრელის დაკარგვას.

მოწყობილობა მალე გამოვა გაყიდვაში და $15 ეღირება.

წყარო: Monster Cable