Apple-ს ბრძოლით მოუწევს iPhone-ის სახელის მონადირება ევროპაში

ევროპული გაყიდვების დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ iPhone-ის სახელის გამოყენების მოუწესრიგებულობა.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა წარმატებით გადაწყვიტა ყველა დავა კომპანია Cisco-თან, ევროპაში მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. ორ ესპანურ კომპანიას სრული უფლებით შეუძლიათ წარმოადგინონ ტავიანთი პრეტენზიები iPhone-ის მარკაზე: კომპანია AudioDescripciones-ი არის IPH IPhone მარკის მფლობელი, ხოლო Catalan De Telecomunicacions Societat Operadora De Xarxes-ი – Al-Pi Iphone მარკისა. ამის გარდა, დიდ ბრიტანეთშიც არის კიდევ ერთი კონკურენტი – კომპანია ICX Europe, რომელიც VoIP-ტელეფონიაზე სპეციალიზირდება.

შეგახსენებთ, რომ Apple-ი შეგვპირდა დაეწყო iPhone-ის გაყიდვები ევროპაში ამწლის ბოლომდე, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

წყარო: The Inquirer

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.