Ambrosia-მ გამოუშვა DEFCON-ის განახლება

კომპანიამ Ambrosia Software გამოუშვა პაჩი პოპულარული ინტერნეტ-თამაშისათვის – DEFCON v1.4.3.

განახლება აღმოფხვრის ზოგიერთ შეცდომას, რომლებიც ტამაში პროცესში გვხვდება, აგრეთვე პრობლემებს, რომლებიც წარმოიშვება თამაშის ლოკალურ ქსელში გაშვებისას.

თამაში DEFCON-ი მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს დაიკავოს ერთ-ერთი კონტინენტი და დაიწყოს ბირთვული ომი ოპონენტებთან, რომელთა ოდენობაც მერყეობს ერთიდან ხუთამდე.

თამაშს გააჩნია განსაკუთრებული დიზაინი, რომელიც ცნობილ ფილმს WarGames მოგვაგონებს.

თამაშის ფასია – $25, სამუშაოდ სჭირდება Mac OS X 10.3.9 ან უფრო ახალი.

განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.

წყარო: Ambrosia Software