Skip to content

მე-100 ჩანაწერი!

სალამი მეგობრებო!

დღეს პაწია იუბილე გვაქვს — მე-100 ჩანაწერი ჩვენს საიტზე! ყველას გილოცავთ, პირველ რიგში საკუთარ თავს! რატომ საკუთარ თავს? იმიტომ რომ საკმაოდ ზარმაცი ადამიანი ვარ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენს გავაკეთებდი. მაგრამ ჩემს თავს შევძახე: „დელფიუს! გაინძერი, მიდექი-მოდექი და რამე ქენი“-მეთქი!

თანაც, ამ ხნის განმავლობაში საიტს გაუჩნდა მუდმივი მკითხველი, ანუ თქვენ მეგობრებო! რომ არა თქვენ, საიტი აზრს დაკარგავდა (საკუთარ თავს ხომ არ დავუწერ სტატიებს)! ეს არ მაძლევს უფლებას მოვდუნდე, მუდამ ფორმაში უნდა ვიყო, რათა თქვენ ყოველ დილით მოგამარაგოთ ცხლე-ცხელი ამბებით ვაშლოვანის ნაკრძალიდან!

ახლა აგვისტოა, ხალხი ისვენებს, ამიტომაც ძალიან არ ვტვირტავ საიტს მძიმე სტატიებით. მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ სექტემბრიდან აქ ინფორმაციის ისეთი კორიანტელი დადგება, ვერ მოასწრებთ ხოლმე წაკითხვას! ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ Apple-ის შესახებ, მაგრამ ვერ პოულობდით ინფორმაციას, იქნება აქ. ინსტალაცია, ოპტიმიზაცია, მაკი ჩვეულებრივ კომპიუტერზე, მაკი ნატივში, დრაივერების პრობლემა, პროგრამირება მაკზე, მაკის პროგრამების ლოკალიზაცია — აი მცირე და თანაც არასრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რაც განხილული იქნება აქ სექტემბრიდან.

ამასთან ერთად, ბოდიში მინდა მოვუხადო Delphi-სტებს, მე მათ დავპირდი, რომ მათთვისაც ბევრი მასალა იქნებოდა აქ. ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ გპირდებით, რომ სექტემბრისთვის თქვენთვის გრანდიოზული განყოფიულება გაიხსნება!!!

კიდევ ერთი საკითხი. ჩვენი (არა მარტო ჩემი, არამედ ჩვენი) საიტი ფარდოვდება, ივსება სასარგებლო ინფორმაციით. მე მაქსიმალურად ვცდილობ რაც შეიძლება საინტერესო გავხადო იგი თქვენთვის. მაგრამ თქვენი დახმარებაც მჭირდება! თუ გექნებათ სურვილი, იქნებ დამეხმაროთ შიგთავსის (კონტენტის) შევსებაში? ანუ გახდით ამ საიტის ერთ-ერთი ავტორი!

ანაზღაურებას მართალია ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ ხალხის მადლობას რომ დაიმსახურებთ (ეს კიდევ, ჩემის აზრით, უდიდესი სიამოვნებაა), ეს ფაქტია!

ასე, რომ მომწერეთ: dimitri-DOT-gogelia-AT-gmail-DOT-com